ფეხბურთი

18:15 | 24.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

პუიოლი: "მესის ამ დონეზე თამაში 3-4 წელი შეუძლია"

„ბარსელონას“ ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და მისი აზრით, არგენტინელს 3-4 წელი უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია.

„მესი ახლა 33 წლისაა, ის საკუთარ თავზე ზრუნავს. ლეო მოტივირებული და მონდომებულია. ვფიქრობ, რომ ამ დონეზე კიდევ 3-4 წლის განმავლობაში ითამაშებს, თუ თავიდან აირიდებს სერიოზულ ტრავმებს და გააგრძელებს თამაშზე განვითარებისა და გამარჯვების სურვილით.

ახალგაზრდობაში მესი ძალიან კარგი იყო. ის იმ ფეხბურთელთაგანია, ვისაც ბურთი უნდა მისცე, შემდეგ კი ინდივიდუალური უნარებს ავლენენ. თავიდანვე ძალიან კარგი იყო, მაგრამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გამორჩეული ფეხბურთელი გახდა, ისტორიაში საუკეთესო“, - თქვა პუიოლმა.

0.112916