თამაშგარე

13:50 | 24.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაზე დათანხდა რუსი მძლეოსანი?

ახალგაზრდა რუსი მძლეოსანი ქალი ვერონიკმა ჩერვინსკაია ჯერ კიდევ შარშან კი იქადნებოდა, სირბილი და სპორტული ცხოვრება ჩემთვის უმთავრესია და სამოდელო კარიერაზე არასოდეს მიოცნებიაო, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც ჩანს იგიც “გატყდა“ და ისეთ თამამ ფოტოსესიებში მიიღო მონაწილეობა, თქვენი მოწონებული.

ვერონიკასთან მსუყე კონტრაქტების გაფორმებას აქამდე არაერთი რუსული ბულვარული ჟურნალი და ინტერნეტ-გამოცემა ცდილობდა, თუმცა ჩერვინსკაია აყოლილი იყო მთელს მსოფლიოში ბოლო დროს ესოდენ გავრცელებულ “სპორტის სიწმინდის“ მოძრაობას და იძახდა, მე სპორტსმენი ვარ და არა საჩვენებელი სხეულიო. თუმცა...

ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ვერონიკა ჩერვინსკაია უკვე 22 წლისა მოიყარა და სპორტულ კარიერაში განსაკუთრებულად დიდი წარმატებისთვის ჯერ ნამდვილად არ მიუღწევია. რუსეთის ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამარჯვება თუ დიდი რამაა - კიბატონო...

0.126956