მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ჟურნალისტებს აუხსნა თუ რატომ არ გაიყვანა მინდორზე გამოჯანმრთელებული ედენ აზარი „გრანადასთან“ პრიმერას მე-15 ტურის მატჩში (2:0).
„არ მგონია, მართებული ყოფილიყო ედენის თამაშში ჩართვა. იმიტომ, რომ რთული მატჩი იყო. ყველაფერს თავისი დრო აქვს. არ მინდოდა გარისკვა. აზარს ნელ-ნელა შევაჩვევთ ძირითადს.
ამ საღამოს „რეალის“ ფეხბურთელებმა დიდი სამუშაო გასწიეს. „გრანადა“ მკაცრ პრესინგს გვეთამაშებოდა. მიხარია, რომ მეორე ტაიმში მოვუმატეთ. ბიჭებმა დამსახურებულად მოიგეს ზედიზედ მეექვსე თამაში“ - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს Goal.
15 ტურის შემდეგ „რეალმა“ 32 ქულა მოაგროვა და ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.