ფეხბურთი

0:27 | 24.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" კრისტიან ერიკსენი ტრანსფერზე დააყენა

კრისტიან ერიკსენი იანვრის სატრანსფერო პერიოდში მილანის „ინტერს“ დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიურ მედიას „ნერაძურის“ სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ დაუდასტურა.

როგორც მაროტამ თქვა, ერიკსენი ტრანსფერზე დააყენეს და მიღებულ წინადადებებს განიხილავენ:

„ის სატრანსფერო ბაზარზეა. ჩვენი გუნდისთვის ფუნქციონალური ფეხბურთელი არ არის და მივცემთ შესაძლებლობას, რომ სხვა გუნდი იპოვოს. ეს ნამდვილად არ არის სასჯელი“, - თქვა მაროტამ.

შეგახსენებთ, კრისტიან ერიკსენი „ინტერმა“ ზუსტად ერთი წლის წინ დაიმატა და შავ-ლურჯი მაისურით 37 მატჩში 4 გოლი გაიტაა. თუმცა, ანტონიო კონტეს სათამაშო სისტემას ვერ შეეწყო და გუნდს დატოვებს.

0.117909