ფეხბურთი

23:56 | 23.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლილიან ტურამი: "თავიდან ვიკითხე - "ნუთუ ეს ჩემი შვილია?"

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ლილიან ტურამმა თავისი შვილის, მარკუს ტურამის შესახებ ისაუბრა, რომელმაც „ჰოფენჰაიმის“ ფეხბურთელს შეაფურთხა. როგორც 1998 წლის მსოფლიოსა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონმა განაცხადა, ვერ იჯერებდა, რომ ეს მისმა შვილმა გააკეთა.

„სავსებით გასაგებია რა ხდება მედიაში. მე თვითონ ვუყურებდი მატჩს, უკიდურესად შოკირებული ვიყავი და მაინტერესებდა ის ნამდვილად ჩემი შვილი იყო თუ არა. როდესაც მან წითელი ბარათი მიიღო, პირველი ადამიანი,ვისაც გასახდელიდან ესაუბრა თავისი ძმა იყო“, - თქვა ლილიანმა.

შეგახსენებთ, მარკუს ტურამი სადისციპლინო კომიტეტმა 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და 40 000 ევროს გადახდა დააკისრა, ხოლო „გლადბახმა“ ერთი თვის ხელფასით დააჯარიმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117793