ფეხბურთი

15:22 | 23.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუსტემ საიმანოვი: "კვარაცხელიას დამატება რუსულ კლუბს უნდა"

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა championat.com-თან ინტერვიუში კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.

მისი თქმით, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის თაობაზე შეთავაზება ცსკა-სგან და „ზენიტისგან“ არ ყოფილა, თუმცა სხვა რუსული კლუბისგან კი, რომლის ვინაობაც არ დაუსახელებია.

"აქვს თუ არა „რუბინს“ წინადადება ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით? არა, არაფერი ყოფილა. გასულ სატრანსფერო პერიოდში იყო მასზე მოთხოვნა, თუმცა ამ ეტაპზე ახალი არაფერია. არც ცსკა-სგან და „ზენიტისგან“ ყოფილა შემოთავაზება, თუმცა სხვა რუსული კლუბიდან იყო“, - განაცხადა რუსტემ საიმანოვმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი.

0.131582