ჭიდაობა

14:33 | 23.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპირველობა აპრილში გაიმართება - ცვლილებები UWW-ს კალენდარში

22 დეკემბერს, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ტექნიკური კომისიის ვირტუალური სხდომა გაიმართა, სადაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე 2021 წლის კალენდარი განაახლეს, შეიცვალა რამოდენიმე ჩემპიონატის თარიღი და ადგილი. იანვარ-თებერვალში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით არცერთი შეჯიბრება არ ჩატარდება.

ევროპის ჩემპიონატი თებერვლის ნაცვლად 19-25 აპრილს პოლონეთში გაიმართება, ევროპის ოლიმპიური თამაშებისათვის სალიცენზიო ტურნირი როგორც დაგეგმილი იყო 18-21 მარტს ბუდაპეშტში ჩატარდება, მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირმა კი ერთი კვირით გადაიწია და 6-9 მაისს სოფია უმასპინძლებს.

მიმდინარე პანდემიიდან გამომდინარე შესაძლოა შეჯიბრებების თარიღები და ლოკაცია კვლავ შეიცვალოს, რაც დამოკიდებული იქნება მასპინძელი ქვეყნებში არსებული მდგომარეობით, რამდენად შეძლებენ UWW-ს მკაცრი სანიტარული მოთხოვნებს დაკმაყოფილებას ჩემპიონატის დროს.

GeoWrestlingOfficial

თეგებიUWW
0.114165