კალათბურთი

11:46 | 23.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიას" ზედიზედ მესამე გამარჯვება

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-17 ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ სევილიის „ბეტისს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 78:54. აღსანიშნავია, რომ ეს კანარიელების ზედიზედ მესამე მოგება გახლავთ და მძიმე სატურნირო ვითარება საგრძნობლად გაიუმჯობესეს.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 16 წუთში 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა, რაც „გრან კანარიაში“ რიგით მეორე საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.

„გრან კანარიას“ 5 გამარჯვების საპირისპიროდ 10 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 27 დეკემბერს, „მანრესას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111833