კალათბურთი

10:20 | 23.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

NBA "ბრუკლინ ნეტსის" გამარჯვებით დაიწყო (+VIDEO)

NBA-ს ახალმა სეზონი სტარტი აიღო და პირველ შეხვედრაში „ბრუკლინ ნეტსი“ „გოლდენ სტეიტ უორიორზს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ბრუკლინელთა უპირატესობით წარიმართა და გამარჯვება ადვილად, 125:99 მოიპოვა.

შედეგად, ლეგენდარული სტივ ნეშის დებიუტი „ნეტსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული გამოდგა.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესოები კაირი ირვინგი (26 ქულა), კევინ დურანტი (22 ქულა) და კაირის ლევერტი (20 ქულა და 9 მოხსნა) იყვნენ, ხოლო „გოლდენ სტეიტში“ სტეფ კარი (20 ქულა, 10 პასი), ჯეიმს უაიზმენი (19 ქულა) და ენდრიუ უიგინსი (13 ქულა)გამოირჩნენ.

მომდევნო შეხვედრას „ბრუკლინი“ 26 დეკემბერს „ბოსტონთან“ გამართავს, ხოლო „გოლდენ სტეიტი“ 25 დეკემბერს, „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდება.

სეზონის მეორე მატჩში ლოს ანჯელეს „კლიპერსმა“ მოქმედი ჩემპიონი ლოს ანჯელეს „ლეიკერს“ 116:109 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში პოლ ჯორჯი 33 ქულით და 6 მოხსნით გამოირჩა, ხოლო კავაი ლეონარდმა 26 ქულას 2 მოხსნა და 3 პასი წაამატა. „ლეიკერსის“ შემადგენლობაში კი ლებრონ ჯეიმსი იყო საუკეთესო, რომელმაც 22 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111929