ფეხბურთი

0:51 | 23.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია უკმაყოფილოა: "ფეხბურთელები და გაძლიერება გვჭირდება"

თემურ ქეცბაია „ანორთოსისის“ შემადგენლობით უკმაყოფილოა. „ომონიასთან“ 2020 წლის ბოლო მატჩში უშანსო მარცხის შემდეგ (0:3) თემურმა განაცხადა, რომ მის გაძლიერება ყველა პოზიციაზე სჭირდება, რაც მიანიშნებს, რომ ფეხბურთელებით კმაყოფილი არ არის.

„ძალიან რთულია თამაშის დასაწყისშივე გოლის გაშვება. სიმართლე უნდა ვთქვათ - რამდენჯერაც „ომონიამ“ შეგვიტია, იმდენჯერ რისკის ქვეშ დავდექით. გოლები ადვილად გავუშვით, ასეთ დონეზე ასეთი გოლების გაშვება არ შეიძლება. გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც თამაშში ცვლილებებს შეიტანენ.

ყველა პოზიციაზე გვჭირდება ახალი ფეხბურთელი. გვჭირდება ლიდერი, რომელიც გუნდს დაეხმარება. ვნახოთ რა მოხდება, ჩვენ ჯერ ისევ ახლოს ვართ ლიდერებთან, მაგრამ უნდა მოვიდნენ მოთამაშეები, რომლებიც გუნდს დაეხმარებიან“, - თქვა ქეცბაიამ.

„ანორთოსისი“ ამ დროისთვის 30 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 3 იანვარს, ლიდერ „აპოლონს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114497