ფეხბურთი

20:43 | 22.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ზალცბურგის" ორი ფეხბურთელის დოპინგტესტი დადებითია

ავსტრიული „ზალცბურგის“ მალელი ფეხბურთელები, სეკუ კოიტა და მოჰამაედ კამარა დოპინგკონტროლზე ჩავარდნენ. მათ ტესტირება ჯერ კიდევ ნოემბერში, მალის ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ გაიარეს და პასუხები ორივეს შემთხვევაში პასუხი დადებითი გამოდგა.

კოიტასა და კამარას ერთობლივი განცხადებით, მათ სიმაღლის შიშის დასაძლევად სპეციალური პრეპარატი ნამიბიასთან მატჩის წინ მიიღეს, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ის აკრძალულ პრეპრატებში შედიოდა.

„ზალცბურგი“ შესაბამისი რისკების თავიდან არაცილების გამო მალის ნაკრების ხელმძღვანელობას ადანაშაულებს.

კოიტაც და კამარაც მიმდინარე სეზონში „ზალცბურგში“ სისტემატურად თამაშობენ. სეკუმ 22 თამაშში თავი 12-ჯერ გამოიჩინა, ხოლო მოჰამედმა 20 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. ამ ეტაპზე უცნობია რა სახის სანქცია დაეკისრებათ ფეხბურთელებს.

0.126381