თამაშგარე

17:49 | 22.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

თინა კანდელაკი ვასილი უტკინს განაქიქებს

ჩვენი ქვეყნისთვის არცთუ მისაღები განცხადებებით გამორჩეული ცნობილი ჟურნალისტი თინა კანდელაკი, რომელიც ახლა უკვე რუსული “მატჩ ტვ“-ს გენერალური დირექტორია, ბოლო პერიოდში სხვადასხვაგვარი და ხშირად სკანდალური სპორტული პროგნოზების გაკეთებით გამოირჩევა.

2020 წლის დასაწყისში კანდელაკი ძირითადად კრივისა და ორთაბრძოლების შესახებ აფრქვევდა აზრებს და რა გასაკვირია, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვს განსაკუთრებულად ქომაგობდა. ამის შემდეგ, კორონა-პანდემია მთელს მსოფლიოს მოედო და თინამაც პროგნოზების გაკეთებას უკლო.

გამოხდა ჟამი, მოვიდა 2020 წლის დეკემბერი და თინამ ამჯერად ცნობილი რუსი სპორტული კომენტატორი ვასილი უტკინი გააკრიტიკა. კანდელაკის განცხადებით, უტკინი ქალებს მუდამ დასცინის, აბუჩად იგდებს და ვინმემ ამაზე მას პასუხი უნდა მოსთხივოს. შეგახსენებთ, რომ თინა კანდელაკი ცხოვრობს და მოღვაწეობს ქვეყანაში, სადაც ქალების და ზოგადად ადამიანების ელემენტარული უფლებები ისტორიაში დაცული არასოდეს ყოფილა.

0.160613