ფეხბურთი

14:18 | 22.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ სალაჰს არ გაუშვებს

ბოლო დღეებში ბევრი ჭორი გავრცელდა მო სალაჰის თითქოსდა „ლივერპულიდან“ წასვლის შესახებ. უკვე შესაძლო მყიდველებსაც ასახელებდნენ, მათ შორის, მადრიდის „რეალს.“ საქმე ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში, დანიური „მიდტიულანდის“ (1:1) წინააღმდეგ, სალაჰმა ღიად გამოხატა აღშფოთება მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის მიმართ, რომელმაც კაპიტნად ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი დანიშნა - წერს Goal.com.

წყაროს ცნობით, ინციდენტი ამოწურულია და კლუბი 28 წლის ეგვიპტელის გაშვებას არსად აპირებს. პირიქით, მერსისაიდელები მისთვის ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს ამზადებენ.

შეგახსენებთ, რომ სალაჰის კლუბთან ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხლში გასდის. კვირაში მისი ჯამაგირი კი 200 ათასი გირვანქაა (220 ათასი ევრო).

0.117552