ფეხბურთი

13:25 | 22.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ატალანტას“ თავდამსხმელს შეიძენს

იტალიური „ატალანტას“ თავდამსხმელი, ამად ტრაორე, იანვრის დასაწყისში ინგლისში გაფრენას აპირებს, რათა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის ამბები მოაგვაროს - წერს The Guardian.

გამოცემის ცნობით, გარიგება, რომელიც ბონუსების ჩათვლით 25 მილიონი ევრო დაჯდება, ჯერ კიდევ ზაფხულში შეუთანხმებიათ. 18 წლის კოტდივუარელმა ფეხბურთელმა გასულ კვირაში იტალიის მოქალაქის პასპორტი მიიღო.

ტრაორე უკვე ესაუბრა „მანჩესტერის“ მთავარ მწვრთნელ ულე-გუნარ სულშერს და მზადაა დაიწყოს თავისი ინგლისური თავგადასავალი.

0.113019