ფეხბურთი

12:20 | 22.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრაუჩი: „ეჭვი მეპარება სალაჰი და მანე მეგობრები იყვნენ“

ინგლისის ნაკრების, „ტოტენჰემისა“ და „ლივერპულის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, პიტერ კრაუჩმა, ჟურნალისტებს მო სალაჰსა და სადიო მანეს შესახებ გაუზიარა აზრი.

„სალაჰი „ლივერპულში“ გარემარბის სტატუსით მივიდა, მაგრამ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი, გოლების მანქანა გახდა. „კრისტალ პალასთან“ (7:0 ) ბოლო ტურში მის მიერ გატანილი მეორე ბურთი ფანტასტიკური გახლდათ, მან იდეალურად შეარჩია დასარტყმელი პოზიცია.

ამავე შეხვედრაში მანეს გამომეტყველებამ ყველაფერი თქვა, როცა ის ეგვიპტელით შეცვალეს. მანე გაცოფებული იყო. ვიცი ეს განცდა, როცა სისხლის სუნს იგრძნობ, სჯობს მოედანი დატოვო.

სალაჰი და მანე მეგობრები არიან? ეჭვი მეპარება. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მეც მყავდა პარტნიორები გუნდებში ვინც არ მომწონდა მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია საკუთარი საქმე მეკეთებინა.“ - ციტირებს კრაუჩის სიტყვებს Daily Mail.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117203