1943 - დაიბადა ბილი ჯინ კინგი. ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი. მოგებული აქვს “დიდი მუზარადის” 4-ვე ტურნირი. დაიბადა მეხანძრის ოჯახში და ჩოგბურთის თამაში კალიფორნიის შტატის ლონგ ბიჩის კორტებზე დაიწყო. 17 წლისამ (1971) კარენ ჰანცერთან ერთად უიმბლდონის წყვილთა ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1965 წელს, ცოლად გაჰყვა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტ ლოურენს კინგს. ერთეულთა თანრიგში ბილი ჯინ კინგმა “დიდი მუზარადის” პირველი ტურნირი 1966 წელს მოიგო, როდესაც უიმბლდონის ფინალში მარია ბუენო 6:3, 3:6, 6:1 დაამარცხა. სულ ბილი ჯინ კინგს ერთეულთა თანრიგში “დიდი მუზარადის” ტურნირები 12-ჯერ (6-ჯერ უიმბლდონი, 4-ჯერ აშშ-ის ღია პირველობა, თითოჯერ საფრანგეთისა და ავსტრალიის ღია პირველობები) აქვს მოგებული. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ბილი ჯინ კინგი აშშ-ის ნაკრებისა და ოლიმპიადებზე ამერიკელ ჩოგბურთელთა მწვრთნელი (კაპიტანი) გახდა. მან 1996 წელს, აშშ-ის ეროვნულ გუნდს Fed Cup-ი მოაგებინა, ხოლო ოლიმპიადებზე ლინდსეი დევენპორტის, ჯიჯ ფერნანდესისა და მერი ჯო ფერნანდესის გაჩემპიონებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც მათმა დამრიგებელმა. 2002 წელს, ბილი ჯინ კინგმა აშშ-ის ნაკრებიდან ჯენიფერ კაპრიატი დაითხოვა, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და 2003 წელს, ამ პოსტზე იგი ზინა გარისონმა შეცვალა. ბილი ჯინ კინგი გასული საუკუნის 80-იან წლებში მეუღლეს გაშორდა და ამჟამად ნიუ იორკსა და სიეტლში ცხოვრობს.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1888 - სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონმა, ჯონ სალივანმა ჯეიკ კოლრეინი დაამარცხა.
1894 - აშშ-ი დაარსდა გოლფის ეროვნული ასოციაცია.
1915 - აშშ-ში, ბეისბოლის ფედერალური ლიგა გაუქმდა და ბეისბოლის ეროვნულ ლიგას შეერწყა.
1924 - “ტორონტო სენტ პატრიკსის” მოთამაშე ბეიბ დაიმ, ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) რეგულარული პირველობის მატჩში, “ბოსტონ ბრუინზს” 5 შაიბა გაუტანა. თამაში ტორონტოელებმა 10:2 მოიგეს.
1934 - მის თეო თროუბრიჯი ბოულინგის ქალ მოთამაშეთა შორის რეკორდული მაჩვენებლის მფლობელი გახდა. მან ზედიზედ 702 კეგლი წააქცია.
1935 - გლაზგოს “სელტიკის” ცენტრფორვარდმა, ჯიმი მაკგრეგორმა 3 გოლი გაუტანა “აბერდინს” (თამაში გლაზგოელებმა 3:0 მოიგეს) და შოტლანდიის საფეხბურთო ლიგაში გატანილ ბურთთა რაოდენობა 364-მდე გაზარდა, რითიც ჰიუ ფერგიუსონის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. მაკგრეგორი “გლაზგოელ კათოლიკეთა” ღირსებას 1923-1938 წლებში იცავდა და კარიერის დასასრულისათვის 410 გოლის გატანა მოასწრო.
1962 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მე-1 000 000-ე ქულა გაკეთდა.
1974 - “ბოსტონ ბრუინზის” ცენტრფორვარდმა, ფილ ესპოზიტომ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მე-500-ე შაიბა გაიტანა და ამ მაჩვენებლით ლიგის მე-6-ე მოთამაშედ იქცა.
1985 - დევისის თასის 74-ე გათამაშების ფინალში, შვეციის ეროვნულმა გუნდმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი მიუნხენში ჩატარდა.
1992 - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ამავე ქვეყნის გუნდთან 0:1 წააგო. საქართველო: დევაძე, ჭედია, ცხადაძე (კაბისაშვილი), შელია, გ. ჯიშკარიანი, ცომაია, ქეცბაია, გოგიჩაიშვილი, კაჭარავა, ყიზილაშვილი (მ. ჯიშკარიანი), დარასელია (ნემსაძე). ნაკრებს ანატოლი ნორაკიძე წვრთნიდა, კაპიტანი კახი ცხადაძე იყო.
2006 - მადრიდის “რეალმა” არგენტინელ ფეხბურთელებთან გონსალო იგუაინთან
და ფერნანდო გაგოსთან გააფორმა კონტრაქტები.
2012 - თორნიკე შენგელიამ ნბა-ს განვითარების ლიგაში სადებიუტო მატჩი გამართადაპირველსავეშეხვედრაში სამმაგი დუბლი გაახერხა.
20 წლის შენგელია “ბრუკლინ ნეთსმა” განვითარების ლიგის “სპრინგფილდ არმორში” სათამაშოპრაქტიკისმიღების მიზნით მიავლინა და საუცხოო დებიუტი “ერი ბეიჰოუქსთან” 119:127 წაგებულ მატჩშიჰქონდა.თორნიკემ მოედანზე 41:34 წუთი გაატარა და გუნდს 22 ქულა შესძინა. თამაშიდანმისი 15ნატყორცნიბურთიდან კალათში 6 ჩაეშვა. აქედან ექვსჯერ მან სამქულიანი დისტანციიდან ისროლადა ორიბურთიკალათში მოათავსა. საჯარიმოს ხაზიდან ქართველმა 13-ჯერ ისროლა და 8 შემთხვევაშიმიზანსუწია.გარდა ამისა, შენგელიას ანგარიშზეა 10 მოხსნა, აქედან 4 – შეტევაში, და 12 შედეგიანიგადაცემა.პლუს ამას,თოკომ 3 დაფარება მიითვალა.
2012 - ტურინის "იუვენტუსს" "კალიარისთან" სტუმრად გამარჯვებამ (3:1) "ბებერ ქალბატონს", კალენდარული წლის განმავლობაში დაგროვილი ქულების რაოდენობის მხრივ, სერია A-ში რეკორდის გაუმჯებესების საშუალება მისცა. იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა 2012 წელს 94-ე ქულა მიითვალეს, რითაც 2005 წელს დაფიქსირებული თავიანთი საკლუბო მიღწევა გააუმჯობესეს. მაშინ ტურინულმა გუნდმა, რომელსაც ფაბიო კაპელო წვრთნიდა, 93 ქულას მოუყარა თავი.
2013 - საჩხერის “ჩიხურამ” არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა – საქართველოს სუპერთასი.
“მიხეილ მესხი”.2000 მაყურებელი
დინამო (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 0:1 (0:0)
დინამო: ლორია, ხურცილავა, კვარაცხელია, გველესიანი, კვირკველია, ხმალაძე, პაპავა, გოგა(ვუო73),მერებაშვილი (გლიშიჩი 60), ჩისკო, დვალი.
მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია.
ჩიხურა: სომხიშვილი, ოდიკაძე, ლომაშვილი, რეხვიაშვილი, კაშია, ბეჭვაია, დათუნაიშვილი(ქიმაძე90),ჯიღაური (ლაშა ჭელიძე 85), დეკანოიძე (კვასხვაძე 82), გაბედავა, ტატანაშვილი.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.
გოლი: 0:1 ტატანაშვილი (57).
ამ დღეს დაიბადნენ
1879 - სტანისლას ბიჟო. ფრანგი მოშაშე. ასუჯრედიან შაშში ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს (1925).
1912 - ჰენრი არმსტრონგი. ამერიკელი მოკრივე. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა 3 წონით კატეგორიაში (უმჩატესი, მჩატე, ქვესაშუალო).
1935 - ოლეგ პროტოპოპოვი. ციგურებით ფიგურული მოცეკვავე (სპორტული წყვილი). ლიუდმილა ბელოუსოვასთან ერთად 1964 და 1968 წლების ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. პროტოპოპოვი მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონია. 1968 წლის ოლიმპიადის შემდეგ თანამეწყვილე და მეუღლე ბელოუსოვასთან ერთად შვეიცარიაში ემიგრაციაში წავიდა, პროფესიონალებში გადავიდა და ყინულზე ცეკვის საბალეტო დასის წევრი გახდა. მშობლიურ სანკტ-პეტერბურგში ჩასვლა პროტოპოპოვმა და ბელოუსოვამ მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეძლეს.
1943 - აიმე ანტუნიესი. ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი. ბენილუქსელთა ეროვნული გუნდი გაიყვანა კორეა-იაპონიის 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ბელგიელებს 2000 წლის ევროპის პირველობაზეც წვრთნიდა.
1943 - ბილი ჯინ კინგი. ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი. მოგებული აქვს “დიდი მუზარადის” 4-ვე ტურნირი. დაიბადა მეხანძრის ოჯახში და ჩოგბურთის თამაში კალიფორნიის შტატის ლონგ ბიჩის კორტებზე დაიწყო. 17 წლისამ (1971) კარენ ჰანცერთან ერთად უიმბლდონის წყვილთა ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1965 წელს, ცოლად გაჰყვა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტ ლოურენს კინგს. ერთეულთა თანრიგში ბილი ჯინ კინგმა “დიდი მუზარადის” პირველი ტურნირი 1966 წელს მოიგო, როდესაც უიმბლდონის ფინალში მარია ბუენო 6:3, 3:6, 6:1 დაამარცხა. სულ ბილი ჯინ კინგს ერთეულთა თანრიგში “დიდი მუზარადის” ტურნირები 12-ჯერ (6-ჯერ უიმბლდონი, 4-ჯერ აშშ-ის ღია პირველობა, თითოჯერ საფრანგეთისა და ავსტრალიის ღია პირველობები) აქვს მოგებული. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ბილი ჯინ კინგი აშშ-ის ნაკრებისა და ოლიმპიადებზე ამერიკელ ჩოგბურთელთა მწვრთნელი (კაპიტანი) გახდა. მან 1996 წელს, აშშ-ის ეროვნულ გუნდს Fed Cup-ი მოაგებინა, ხოლო ოლიმპიადებზე ლინდსეი დევენპორტის, ჯიჯ ფერნანდესისა და მერი ჯო ფერნანდესის გაჩემპიონებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც მათმა დამრიგებელმა. 2002 წელს, ბილი ჯინ კინგმა აშშ-ის ნაკრებიდან ჯენიფერ კაპრიატი დაითხოვა, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და 2003 წელს, ამ პოსტზე იგი ზინა გარისონმა შეცვალა. ბილი ჯინ კინგი გასული საუკუნის 80-იან წლებში მეუღლეს გაშორდა და ამჟამად ნიუ იორკსა და სიეტლში ცხოვრობს.
1958 - ტამარა ბიკოვა. საბჭოთა მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში 1983 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ბიკოვას 3-ჯერ აქვს დამყარებული მსოფლიოს რეკორდი.
1959 - ბერნდ შუსტერი. გერმანიის ნაკრების, “კიოლნის” (1978-80), “ბარსელონა” (1980-88), მადრიდის “რეალის” (1988-90), მადრიდის “ატლეტიკოს” (1990-93), ლევერკუზენის “ბაიერის” (1993-96), მექსიკის უნამ-ის (1996-97) ნახევარმცველი. ევროპის 1980 წლის ჩემპიონი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 21 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. 1982 წელს დაეუფლა თასების თასს. ესპანეთის ჩემპიონი (1985, 1989, 1990) და თასის მფლობელი (1981, 1983, 1988, 1989, 1991, 1992). საკლუბო კარიერის განმავლობაში ჩაატარა 446 მატჩი, გაიტანა 105 გოლი. წვრთნიდა კიოლნის “ფორტუნას”, “კიოლნს”, ესპანურ “ხერესს”, დონეცკის “შახტარს”, “ლევანტეს”, მადრიდის “რეალს”.
1960 - ტაირელ ბიგზი. ამერიკელი მოკრივე. სეპერმძიმე წონით კატეგორიის მოკრივეთა შორის ლოს-ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1973 - ანი პელიტიე. კანადელი წყალში მხტომელი. 3-მეტრიანი ტრამპლინიდან წყალში ხტომაში ატლანტის 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
1973 - მატიას ალმეიდა. არგენტინის ეროვნული ნაკრების, ბუენოს აირესის “რივერ პლეიტის”, “სევილიას”, “ლაციოს”, “პარმას”, “ინტერის”, “ბრეშიას”, “კილმესის” და “ლინის” ფეხბურთელი. 1996-2005 წლებში, არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 39 მატჩი, გაიტანა 1 გოლი.
1975 - სტანისლავ ნეკრი. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ოტავა სენატორზის” მცველი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.