ფეხბურთი

2:14 | 22.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ "პიჩიჩის" ჯილდო ჩაიბარა

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელ ლიონელ მესის „პიჩიჩის“ ტიტული გადასცეს. ჯილდო, რომელიც ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირებს გადაეცემათ.

მესიმ 2019-2020 წლების სეზონში 25 გოლი გაიტანა და კარიერაში მეშვიდედ გახდა ლა ლიგის სეზონის გოლეადორი, რაც რეკორდია. სამხრეთამერიკელმა ტელმო ზარას შედეგი გააუმჯობესა, მას ეს ჯილდო ექვსჯერ აქვს მოგებული.

„ჩემთვის პატივია ტელმო ზარასგადასწრება და ამ ჯილდოს მეშვიდედ მიღება. დიდი მადლობა“, - თქვა ლიონელმა ტიტულის ჩაბარების შემდეგ.

აქვე გეტყვით, რომ ლიონელ მესიმ „პიჩიჩი“ 2020 წლის გარდა, 2010, 2012, 2013, 2017, 2018 და 2019 წლებში მოიგო.

0.120626