ფეხბურთი

23:20 | 21.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლარს და სვენ ბენდერები კარიერას სეზონის ბოლოს ასრულებენ

ლევერკუზენის „ბაიერის“ ფეხბურთელები, ტყუპი ძმები სვენ და ლარს ბენდერები კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულებენ.

როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ძმებმა კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვეს და ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ ბენდერები მხოლოდ 31 წლისები არიან, თუმცა ხშირმა ტრავმიანობამ ძმებს ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა არ მისცა.

სვენ ბენდერის კარიერა „მიუნხენ 1860“-ში დაიწყო, შემდეგ 2009-2017 წლებში „დორტმუნდში“ თამაშობდა, ხოლო „ლევერკუზენის“ წევრი 2017 წლიდანაა. მან გერმანიის ნაკრებში 7 თამაში ჩაატარა.

ლარს ბენდერის პირველი კლუბიც „მიუნხენ 1860“ იყო, საიდანაც 2009 წელს „ლევერკუზენში“ გადავიდა და მას შემდეგ „ფარმაცევტთა“ წევრია. გერმანიის ნაკრებში ლარსმა 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

0.123888