ფეხბურთი

22:12 | 21.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ოთარი ცნობილმა გამოცემა Sky Sport-მა გასულ ტურში ნაჩვენები თამაშისა და შესაბამისად, ინდექსის მაჩვენებლით (451) გამოარჩია, რაც ტურში რიგით მეხუთე მაღალი მაჩვენებელი იყო.

„კიტემ“ ბოლო ტურში „სანქტ პიოლტენთან“ საგოლე პასი შეასრულა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში 8-ჯერ ითამაშა და 3-3 გოლი და საგოლე პასი მიითვალა. გრაცის „შტურმსაც“ კარგი სეზონი აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

0.113417