ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი კარგი თამაში ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა. ქართველი კალათბურთელის „სეტონ ჰოლი“ „პროვიდენსს“ დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 77:80 დამარცხდა.
შესანიშნავი თამაში ჰქონდა მამუკელაშვილს, რომელიც თავის გუნდში საუკეთესო იყო. სანდრომ 41 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6 ორქულიანი და 12-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.
სანდრო თანაგუნდელთა შორის ქულების, პასებისა და ჩაჭრების რაოდენობით თავის გუნდში ყველაზე გამორჩეული იყო, ხოლო მოხსნებით მხოლოდ იკე ობიაგუს ჩამორჩა.
„სეტონ ჰოლს“ 2 გამარჯვების საპირისპიროდ 1 წაგება აქვს, ხოლო მომდევნო შეხვედრას 24 დეკემბერს, „ჯორჯთაუნთან“ გამართავს.