სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:27 | 20.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩისკო ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდის მთავარი მწვრთნელია

ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩისკო მუნიოსი იმუშავებს, რომლის სამწვრთნელო სტაფში რობერტო კუესტა და ხორხე აბელა დასაქმდებიან.

ინგლისური გუნდის ვებგვერდმა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და ესპანელმა სერბი ვლადიმირ ივიჩი შეცვალა, რომელმაც კლუბი კონფლიქტის გამო დატოვა. ჩისკომ სწორედ „უოტფორდის“ წინადადების გამო გადაწყვიტა „დინამო თბილისიდან“ წასვლა, რომელიც ორიოდ დღის წინ ოფიციალურად დატოვა.

40 წლის ესპანელი „დინამო თბილისში“ ჯერ როგორც ფეხბურთელი თამაშობდა, ხოლო 2019 წელს გუნდის მწვრთნელი გახდა და საქართველოს ჩემპიონატი მოიგო. ის 2020 წლის იანვარში „დინამოდან“ წავიდა, მაგრამ აგვისტოში დაბრუნდა და დედაქალაქურ გუნდს მეორედ მოაგებინა ოქროს მედლები.

„დინამო თბილისს“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ოფიციალურად 21 დეკემბერს გაირკვევა. „უოტფორდი“ კი ჩემპიონშიფში მე-5 ადგილზეა და ლიდერ „ნორვიჩს“, რომელთანაც ჩისკოს დებიუტი 26 დეკემბერს შედგება, 9 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113731