ფეხბურთი

22:19 | 20.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის მორიგი გოლი უნგრეთში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატში გიორგი ბერიძემ მორიგი გოლი გაიტანა. „უიპეშტის“ ქართველმა ფეხბურთელმა მე-16 ტურში „ჰონვედის“ დამწუხრება მოახერხა და თავის გუნდს მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა.

ბერიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. იქამდე, 64-ე წუთზე მან მეტოქის კარი დალაშქრა - კარგ პოზიციაში აღმოჩნდა და გატანა არ გასჭირვებია.

23 წლის შემტევმა უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მერვე თამაშში თავი მესამედ გამოიჩინა (სხვათა შორის, ერთი ბურთი გიორგიმ ამ სეზონში მოედნის ცენტრიდან გაიტანა). ამასთან, ორი გოლი უნგრეთის თასზეც აქვს გატანილი.

„უიპეშტს“ 15 მატჩში 16 ქულა აქვს მოპვებული და მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 23 დეკემბერს, „ზალაეგერშეგს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138766