ესპანეთის ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში „იბეროსტარ ტენერიფემ“ მეორე მარცხი განიცადა. კანარიელები სტუმრად „ბასკონიასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 72:79 წააგეს.
გიორგი შერმადინმა საკმაოდ ცუდი თამაში ჩაატარა და ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად არის დამოკიდებული მასზე გუნდი. ქართველმა ცენტრმა 20 წუთი გაატარა პარკეტზე, ხსენებულ დროში კი 6 ქულა, 8 მოხსნა 1 პასი მიითვალა.
გიორგიმ 9-დან მხოლოდ 3 ორქულიანი ჩააგდო და ერთი საჯარიმო ააცილა. შეტევაში ასეთი მაჩვენებელი შერმადინს კარგა ხანია არ ჰქონია. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 9-ს გაუტოლდა.
„იბეროსტარ ტენერიფე“ 12 გამარჯვებით და 2 მარცხით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 27 დეკემბერს, „მორაბანკ ანდორას“ დაუპირისპირდება.