ფეხბურთი

20:48 | 20.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "ალაბას 1 იანვრიდან ახალ გუნდთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია"

მიუნხენის „ბაიერნს“ დავიდ ალაბა დატოვებს. კარლ-ჰაინც რუმენიგემ გერმანულ მედიას დაუდასტურა, რომ ავსტრიელმა კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც დამდეგ ზაფხულს იწურება, უარი თქვა.

ამრიგად, ალაბას სხვა კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება 1 იანვრიდან შეუძლია.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ალაბასთან შეთანხმების მისაღწევად. რამდენიმე საუბარი გვქონდა, მაგრამ ოქტომბრის ბოლოს გვსურდა მისგან პასუხის გაცემა. ეს არ მომხდარა და არ ვიცი, მოლაპარაკებებს განვაახლებთ თუ არა.

ჩვენი შეთავაზება ასახავდა მისდამი მადლიერებას, მაგრამ მან ეს წინადადება არ მიიღო. არ ვიცი ჭორების შესახებ, 1 იანვრიდან თავისუფლად შეუძლია გაურიგდეს იმ გუნდს, ვისთანაც სურვილი ექნება“, - თქვა რუმენიგემ.

28 წლის დავიდ ალაბა „ბაიერნში“ 2009 წლიდან თამაშობს და 404 მატჩში 32 გოლი გაიტანა. ის ერთი სეზონი „ჰოფენჰაიმში“ იყო განათხოვრებული. ავსტრიელს ყველაზე აქტიურად მადრიდის „რეალსა“ და „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

0.117216