ფეხბურთი

16:44 | 20.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის გოლი თურქეთის სუპერლიგაში (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის მე-13 ტურში საბა ლობჟანიძის „ანკარაგიუჯუ“ „გენჩლერბირლიგის“ ესტუმრა და დაუზავდა - 1:1. 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გოლი გაიტანა.

საბამ მატჩის 74-ე წუთზე თანაგუნდელთან გათამაშებული იდეალური კომბინაციის შედეგად მეკარესთან პირისპირ დარჩენა მოახერხა და წონასწორობა აღადგინა, რითაც თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.

საბა კარგ ფორმაშია, ბოლო სამ მატჩში მან 2 გოლის გარდა, 1 საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი ჩაიწერა აქტივში. სხვათა შორის, სწორედ ამ სამ შეხვედრაში ანკარელებმა 7 ქულა მოიპოვეს და ახლა 21-გუნდიან ჩემპიონატში მე-19 ადგილზე რომ არიან, ამის დამსახურებაა, რადგან 12 ტურის თავზე სულ რაღაც 9 ქულა აქვთ.

„ანკარაგიუჯუ“ მომდევნო ტურში სტამბოლის „ბეშიქთაშს“ უმასპინძლებს, მატჩი 24 დეკემბერს გაიმართება. ლობჟანიძის მონაგარი კი ამ სეზონში 12 თამაში, 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 1 გამომუშავებული პენალტია.

0.142276