ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სპორტსმენმა საკუთარ Facebok-ზე გამოაქვეყნა.
ნადირაძე თანამდებობის მიუხედავად აქტიურ სპორტში მოღვაწეობას აგრძელებს.
„მინდა გაცნობოთ რომ, გუშინ გაიმართა საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ხმების აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა ჩემმა კანდიდატურამ.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ დელეგატს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე დიდი მადლობა დავით ქაცარავას იმ რთულად, მაგრამ ამავდროულად წარმატებულად განვლილი რვა წლისთვის. მადლობა თქვენ, თითოეულ ჩემს გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. აქვე ავღნიშნავ რომ ვრჩები აქტიურ სპორტში და ვაგრძელებ შრომას ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის“, - დაწერა ზაზა ნადირაძემ.