ფეხბურთი

11:28 | 20.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

4-წლიანი პაუზის შემდეგ ლორან ბლანი სამწვრთნელო ასპარეზს დაუბრუნდა

ცნობილი ფრანგი სპეციალისტი ლორან ბლანი „ალ რაიანის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ყატარულმა გუნდმა უკვე დაადასტურა ეს ინფორმაცია და გამოცდილ სპეციალისტს 1.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ამრიგად, ბლანის 4-წლიანი პაუზა დასრულდა. ლორანი 2016 წელს „პარი სენ ჟერმენიდან“ დაითხოვეს და მას შემდეგ არცერთ გუნდში არ უმუშავია.

ლეგენდარული ფრანგი მცველი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში „ბორდოს“ (2007-2010), საფრანგეთის ნაკრებსა (2010-2012) და პსჟ-ს (2013-2016) ავარჯიშებდა.

0.115714