კალათბურთი

10:56 | 20.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძე "გრან კანარიას" გამარჯვებაში 7 ქულით დაეხმარა

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-15 ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ სტუმრად „გიპუზკოას“ დაუპირისპირდა და 79:65 იმარჯვა. მატჩის ბედი მეოთხე პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც სტუმრებმა 14-ქულიანი უპირატესობით მოიგეს.

ბექა ბურჯანაძემ 20 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 7 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 8-ს გაუტოლდა.

„გრან კანარია“ 4 გამარჯვებით და 10 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე იმყოფება, მომდევნო ტურში კი 22 დეკემბერს, სევილიის „ბეტისს“ უმასპინძლებს.

0.118158