ფეხბურთი

21:52 | 19.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: „რეალთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე მაკავშირებს და არავის არაფერს ვთხოვ“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, კლუბში თავის როლზე ისაუბრა.

„საკუთარ თავს არასოდეს ვაფასებ და არც მომავალში გავაკეთებ ამას. „რეალის“ მწვრთნელი ვარ და მაქსიმალურად ვიყენებ ყოველ მომენტს. სხვაზე კი ვერ გიპასუხებთ, მომიტევეთ. კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე მაკავშირებს და არავის არაფერს ვთხოვ. ბედნიერი გახლავართ ასეთ დიდებულ კლუბში მუშაობით.

ვიმედოვნებ, მოთამაშეები დარჩებიან და გავაგრძელებთ წარმატებისკენ სვლას.“ - ციტირებს ზიდანის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

13 ტურის შემდეგ, „რეალი“ 26 ქულით პრიმერას ცხრილში მესამე ადგილზეა.

0.117741