ფეხბურთი

20:20 | 19.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა „ლივერპულის“ თავკაცის რანგში პრემიერლიგაში სარეკორდო გამარჯვება მოიპოვა

ინგლისური პრემიერლიგის მე-14 ტურის საწყის შეხვედრაში „ლივერპულმა“ სტუმრად „კრისტალ პალასი“ 0:7 გაანადგურა. იურგენ კლოპისთვის ეს 127-ე მოგება აღმოჩნდა პრემიერლიგაში მერსისაიდელთა დამრიგებლის რანგში, რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია - გვამცნობს პორტალი opta.

გერმანელმა სპეციალისტმა რაფაელ ბენიტესს გადაუსწრო, რომელიც „წითლებს“ 2004-10 წლებში წვრთნიდა და პრემიერლიგის 228 მატჩში 126-ჯერ გაამარჯვებინა შეგირდებს.

კლოპს ამისათვის „მხოლოდ“ 196 მატჩი დასჭირდა.

ამ მოგების შემდეგ, „ლივერპულმა“ 31 ქულა მოაგროვა და კვლავაც ინგლისის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

0.121244