ქუთაისის „ტორპედომ“ საქართველოს ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. იმერულმა გუნდმა პლეი-აუტის პირველი მატჩი „გაგრას“ სტუმრად 2:0 მოუგო და იმთავითვე დიდი ნაბიჯი გადადგა ორრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვებისკენ.
მიხეილ აშვეთიას გუნდმა საპასუხო შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და დაქვეითებას გადაურჩა. ანგარიში 30-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა და ორმატჩიან დუელში უპირატესობა განიმტკიცა.
მატჩის მიწურულს „გაგრამ“ ანგარიში გაათანაბრა, თავი მაქაცარიამ გამოიჩინა - 1:1. „გაგრამ“ მეტი ვერაფერი გააწყო და მომავალ სეზონს კვლავ ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარებს.
ამრიგად, ქუთაისის „ტორპედო“ ისევ ეროვნული ლიგის მონაწილე იქნება, ხოლო სეზონი „გაგრასაც“ ძალზე წარმატებული გამოუვიდა - ერთი ნაბიჯი დააკლდა უმაღლეს დივიზიონამდე და საქართველოს თასი მოიგო, რითაც კნფერენს ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.
აქვე გეტყვით, რომ პლეი-აუტის მეორე წყვილში "სამგურალმა" "ჩიხურა" ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგას 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
„ტორპედო“ – „გაგრა“ 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ფანცულაია (30), 1:1 მაქაცარია (76)