ვეტერანი კამერუნელი ფეხბურთელი სამეულ ეტო’ო მიიჩნევს, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც რუსეთმა უმასპინძლა, ისტორიაში საუკეთესო იყო. 39 წლის ეტო’ოს აზრით, ყატარში გასამართი მუნდიალი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.
„რუსეთში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერჯერობით ისტორიაში საუკეთესოა. ამავდროულად, გვინდა, ყატარში კიდევ უფრო უკეთესი ჩემპიონატი იყო. ჩვენი ამოცანაა, წინას ვაჯობოთ. თუ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყება ხვალ იქნება საჭირო,მზად ვართ სტუმრები მივიღო და მაქსიმალურად კარგი პირობები შევთავაზოთ“, - თქვა ეტო’ომ.
შეგახსენებთ, რომ სამუელ ეტო’ოს კარიერის განმავლობაში არაერთ სახელოვან გუნდში უთამაშია, მათ შორის, „რეალში“, „ბარსელონაში“, „მალიორკაში“, „ინტერში“, „ჩელსიში“, „ევერტონსა“ და „სამპდორიაში“, ხოლო კარიერა 2019 წელს საფეხბურთო კლუბ „ყატარში“ დაასრულა.
კამერუნის ნაკრებში ეტო’ომ 1997-2014 წლებში 118 მატჩში 56 გოლი გაიტანა და მსოფლიოს ჩემპიონატზე 1998, 2002, 2010 და 2014 წლებში ითამაშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამან ისიც გააპროტესტა ყველა დროის სიმბოლურში რომ ვერ მოხვდა ტიპი არაადეკვატურია
ისე ასეთი აზროვნების ტიპები რომ გაქებენ კი არ უნდა გიხაროდეს უნდა გიტყდებოდეს
ხოხ! ეტოსთვის ოკუპანტ ბარბაროსებთან, ალკაშებთან და მეძავებთან ჩატარებული ნაყიდი მსოფლიო ჩემპიონატი მოეწონა, ამას გარდა უცნაურია, მაგრამ რატომღაც "ვიღაცას გამორჩა" მისი საბჭოთა რუსეთში, თანაც რაც ყველაზე თვალში საცემია მახაჩკალაში გატარებული "დიდებული, ყველაზე საუკეთესო საფეხბურთო კარიერა". რბილად რომ ვთქვათ გასაოცარია არა?......ზაზა
კი ამას რომ კითხო ყველა დროის სიმბოლურში ამისი ადგილია ფენომენის მაგივრად, ალბათ ანჟიც მსოფლიო ფეხბურთის გრანდი ეგონა.
ისე აშენდა თქვენი აფრიკა, რუსეთში საუკეთესო მსოფლიო ჩემპინატი არ ყოფილიყო და არც ყატარში იქნება კიდევ.