ფეხბურთი

15:20 | 19.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

18 წლის შემდეგ "სამგურალი" ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

წყალტუბოს „სამგურალი“ საქართველოს ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. უჩა სოსიაშვილის გუნდმა პლეი-აუტში საჩხერის „ჩიხურას“ მეორე მატჩიც მოუგო და საქართველოს ელიტალურ დივიზიონში 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

პირველი მატჩი „სამგურალმა“ „ჩიხურას“ სტუმრად 2:0 მოუგო და პრაქტიკულად მაშინვე გადაწყდა წყვილში გამარჯვებულის ვინაობა. საჩხერელებმა წყალუტობოში სასწაული ვერ მოახდინეს და მარცხი განიცადეს.

მატჩის ბედი სერგო კუხიანიძის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე გაიტანა და ამრიგად, „სამგურალმა“ ორი მატჩის ჯამში 3:0 იმარჯვა (2:0, 1:0).

„სამგურალი“ ბოლოს საქართველოს უმაღლეს ლიგაში 2001-2002 წლების სეზონში თამაშობდა. „ჩიხურა“ კი დაქვეითდა, პირველივე სეზონში მას შემდეგ, რაც გუნდი სოსო ფრუიძემ დატოვა.

„სამგურალს“ დიდებული სეზონი ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უმაღლესს დაუბრუნდა, პარალელურად საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც „გაგრასთან“ პენალტების სერიაში წააგო და ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა ტიტულის მოგებამდე და ევროთასებზე გასასვლელად...

„სამგურალი“ – „ჩიხურა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კუხიანიძე (87)

0.120841