ფეხბურთი

11:34 | 19.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" "მანჩესტერს" პოგბას სანაცვლოდ ორ ფეხბურთელებს სთავაზობს

ტურინის „იუვენტუსი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ პოლ პოგბას სანაცვლოდ ორ ფეხბურთელს სთავაზობს. ESPN-ს ინფორმაციით, იტალიის მოქმედი ჩემპიონი მზადაა, რომ ინგლისში პაულო დიბალა და ფედერიკო ბერნარდესკი გაუშვას, სანაცვლოდ კი პოგბას დამატება სურს.

„იუვეს“ ფრანგი ნახევარმცველის დაბრუნება კარგა ხანია უნდა და არც ფეხბურთელია ნისლიან ალბიონზე კმაყოფილი, რაც ტრანსფერის შანსს ზრდის. პოგბას „მანჩესტერიდან“ წასვლის ალბათობა დიდი რომ არის, მისმა აგენტმა მინო რაიოლამაც დაადასტურა.

თუმცა, „მანჩესტერი“ პოგბასთან იაფად შელევას არ აპირებს, რაც ტურინელთათვის სიტუაციას ართულებს. კორონავირუსის პანდემიის პირობებში წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო „იუვე“ ბარტერის ვარიანტზე ფიქრობს.

ამიტომაც, მზადაა ორი ფეხბურთელი დათმოს. ბერნარდესკი კლუბის დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, ხოლო დიბალა ბოლო დროს ცუდ ფორმაშია და კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის განახლებაც ვერ ურიგდება, რომელიც 2022 წელს იწურება.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა და 178 მატჩში 34 გოლის გატანა მოახერხა.

0.112435