ფეხბურთი

1:37 | 19.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილის საგოლე პასი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-14 ტურში გიორგი მერებაშვილმა საგოლე პასი შეასრულა. ქართველო ფეხბურთელის „ვისლამ“ შინ „პოდბესკიძიე“ ადვილად, 4:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მერებაშვილი მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო 77-ე წუთზე მატეუშ ლევანდოვსკის გოლის გატანაში ფლანგური გადაცემით დაეხმარა. ქართველ შემტევს სულ მალე თავად შეეძლო გატანა, მაგრამ თავით დარტყმული ბურთი კარს ოდნავ ასცდა. მერებაშვილმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ მე-6 თამაში ჩაატარა, გოლი არ გაუტანია და პირველი საგოლე გადაცემა მიითვალა.

პლოცკის „ვისლა“14 მატჩში მოპოვებული 16 ქულით მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში 29 იანვარს, სტუმრად „ზაგლებიეს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128542