ფეხბურთი

0:23 | 19.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კვლავ დაშავდა და 2020 წელს ვერ ითამაშებს

იტალიური „მილანის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კვლავ დაშავდა. შვედი ტრავმის შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა, მაგრამ ლაზარეთში დაბრუნება მოუწია.

როგორც Sky Sport-ი წერს, ზლატანმა მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა და მომდევნო სამედიცინო გამოკვლევა დაახლოებით 10 დღეში ჩაუტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს ვერ ითამაშებს და მოედანზე მხოლოდ 2021 წელს დაბრუნდება.

ზლატანი „მილანს“ „სასუოლოსთან“ და „ლაციოსთან“ მატჩებში დააკლდება, ხოლო 2021 წლის სტარტზე „ბენევენტოსთან“ და „იუვენტუსთან“ მისი თამაშის საკითხი მოგვიანებით გაირკვევა.

შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩი შესანიშნავ ფორმაში იყო და სერია A-ს 6 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა, ყველა ტურნირის ჩათვლით კი, 10 მატჩში თავი 11-ჯერ გამოიჩინა.

0.111862