ფეხბურთი

22:52 | 18.12.2020 | ნანახია 1318 - ჯერ

ოქრიაშვილის შედევრი 433-მა გაიხსენა: "94-ე წუთია და შემდეგ ეს ხდება" (+VIDEO)

თორნიკე ოქრიაშვილმა რუსულ „კრასნოდარში“ გატარებულ პერიოდში სულ რაღაც 3 გოლი გაიტანა, მაგრამ ორჯერ ისეთი, ეს გოლები დიდხანს დავიწყებას არ მიეცემა.

სადებიუტო გოლი მან 2016 წლის 27 ნოემბერს, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ წინააღმდეგ გაიტანა. ანგარიში 1:1 იყო, როდესაც თორნიკემ „მაკრატელა“ დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა და რაც მთავარია, ეს ბოლო წუთზე გააკეთა!

ალბათ, ყველას შეგხვედრიათ სოციალურ ქსელში პოპულარული გვერდი 433 - სწორედ ამ გვერდმა გაიხსენა დღეს ოქრიაშვილის გოლი:

„94-ე წუთზე ანგარიშია 1:1. გოლი გჭირდება და შემდეგ ეს ხდება“, - ასეა ოქრიაშვილის შედევრი დასათაურებული, რომელმაც სამ საათზე ნაკლებ დროში თითქმის 300 ათასი მოწონება აქვს.

გავიხსენოთ ისიც, რომ ოქრიაშვილმა „კრასნოდარში“ „მაკრატელა“ კიდევ გაიტანა, როდესაც ევროპა ლიგაზე „სევილიას“ კარი 88-ე წუთზე დალაშქრა და მაშინაც თავის გუნდს მოაგებინა. აი, მესამე გოლი „ანჟისთან“ „მოკრძალებული“ გამოუვიდა და „მაკრატელა“ აღარ გაუტანია.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:29 | 28.01.2021
pirlo (1162)

ისე კრასნოდარი ეძახე და რა მაგარი ატმოსფეროა, ლამაზი სტადიონი სავსე ტრიბუნები და ნუ დასასრული ხო საერთოდ

21:50 | 01.01.2021
sabonis (9584)

მით უფრო მწყდება გული ასე, რომ გაანიავა მისი კარიერა.

17:17 | 19.12.2020
qomagi (1575)

და მერე რა? თვითონვე შეუქმნა თავის თავს პრობლემები იმ კუთხით, რომ გაცილებით დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა გაცილებით მაღალ დონეზე, მაგრამ ქართულმა სენმა აქაც იჩინა თავი. კარიერაში 2-3 ლამაზი გოლით გულშემატკივრის აღფრთოვანებაც წამიერი სიამოვნებაა და მეტი არაფერი.

0.142673