ფეხბურთი

22:06 | 18.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვულვზს" ორიჯის დამატება სურს

ბელგიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" თავდამსხმელმა დივოკ ორიჯიმ შესაძლოა "ვულვზში" გადავიდეს. როგორც Daily Express-ი იუწყება, "წითლების" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ფეხბურთელის ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა.

ჯერჯერბით უცნობია "მგლები" ორიჯის იჯარის წესით აიყვანენ თუ სრულფასოვანი ტრანსფერი განხორციელდება. დივოკი "ვულვზის" მწვრთნელს ნუნუ რაულ ხიმენესის შემცვლელად სურს, რომელიც ტრავმირებულია.

ორიჯი "ლივერპულში" "ლილიდან" 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ ბელგიელი კლუბმა იმავე ფრანგულ კლუბსა და "ვოლფსბურგში" გაანათხოვრა. მიმდინარე სეზონში დივოკმა შვიდი შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და მოედანზე საშუალოდ ერთ მატჩში 45 წუთს ატარებს.

0.109662