ფეხბურთი

20:22 | 18.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა გუნდთან ერთად ივარჯიშა

შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პარასკევს "მილანის" ბაზაზე გუნდთან ერთად ივარჯიშა და დასაბრუნებლად ემზადება. აღნიშნული ინფორმაცია MilanNews-მა გაავრცელა.

39 წლის ფეხბურთელი გასულ თვეში "ნაპოლისთან" მოგებულ შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე არ გამოსულა. ფეხბურთელის დაბრუნებას "ჯენოასთან" ელოდნენ, თუმცა რამდენიმე დღის წინ ზლატანი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა.

"როსონერის" მორიგი შეხვედრა "სასუოლოსთან" 20 დეკემბერს უნდა გაიმართოს და ხვალ, 1 19 დეკემბერს გადაწყდება სტეფანო პიოლი იბრაჰიმოვიჩს განაცხადში შეიყვანს თუ არა. მიმდინარე სეზონში შვედმა 10 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117293