თამაშგარე

13:00 | 18.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სალომე ფეხბურთელებს არ ეშვება

არგენტინელმა ტელეწამყვანმა სამირა სალომემ ამ ორიოდე წლის წინ განაცხადა, რომ ფრანგი მეგოლის, ქერიმ ბენზემას საყვარელი იყო. ყველასდა გასაოცრად, მაშინ ქერიმმაც დაადასტურა სალომესთან ღლაბუცის ამბავი. ბენზემამ მაშინ ისიც კი თქვა, რომ ამ გოგოსთან მხოლოდ და მხოლოდ კარგი მოგონებები აკავშირებდა.

სამირა სალომემ ქერიმის გარდა სხვა ცნობილ ფეხბურთელებთან თანაყოფაზეც არაერთხელ განაცხადა. თუმცა ჯერჯერობოთ მხოლოდ ბენზემამ აღიარა ეს ამბავი. სულ რამდენიმე დღის წინ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თხოვდება და მისი რჩეული რა გასაკვირია, რომ ცნობილი ფეხბურთელია.

ბულვარული მედია უკვე მსჯელობს და მკითხაობს იმის გასაგებად, თუ ვინ შეიძლება იყოს სამირა სალომეს მომავალი ქმარი. გაიჟღერა მრავალმა გვარმა და მათგან როგორც ამბობენ ყველაზე რეალური აწუკვე ვეტერანი პაბლო სავიოლას “კანდიდატურაა“. ეს თუ დადასტურდა, წინ მართალაც რომ დიდი და მრავლისმომცველი ამბები გველოდება...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126207