კალათბურთი

12:04 | 18.12.2020 | ნანახია NaN - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილი გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა - "სეტონ ჰოლმა" ისევ მოიგო (+VIDEO)

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი კარგი თამაში ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა. ქართველი კალათბურთელის „სეტონ ჰოლი“ სტუმრად „მარკეტ გოლდენ იგლსს“ დაუპირისპირდა, მეტოქე 70:63 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

აღნიშნულ შეხვედრაში სანდრომ პარკეტზე 39 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 17 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. მამუკელაშვილმა 12-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ ჩვენებური როგორც ჩაგდებული ქულებით, ასევე პასებით საკუთარ გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო. მას მხოლოდ მოხსნებში აჯობა ჯადედ როდენმა, რომელსაც 16 ქულასთან ერთად 8 მოხსნა ჰქონდა.

„სეტონ ჰოლს“ Big East-ის კონფერენციაში 2 მოგება აქვს, მომდევნო მატჩს კი 21 დეკემბერს, „პროვიდენსთან“ ჩაატარებს. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ქართველი კალათბურთელის გუნდმა სულ 8 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგანაც 5 მოიგო, 3 კი მარცხით დაასრულა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:42 | 02.04.2019
lashamax (938)

და რტომ არის ასეთი მციე განსხვავება, რონალდო რიგითი ფეხბურთელია, მესი კი უცხოპლანეტელი,
მესის 500 მილიონი და რონალდოს 1 მილიონიც ეყოფა

16:31 | 02.04.2019
ბაბუ პერესი (16691)

ანრი რა კაცია 1 თვე იმუშავა და კაი ფული იშოვა

17:43 | 02.04.2019
barcelona1991 (4821)

დდდდდ

0.067968