კალათბურთი

10:27 | 18.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძის MVP-ის ტიტული ყატარში

ყატარის ჩემპიონატში დუდა სანაძის „ალ ხორმა“ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა კალათბურთელმა კი თავის გუნდს ულიდერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

„ალ ხორმა“ „ალ რაიანი“ 81:76 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. სანაძემ 34:31 წუთი ითამაშა და მოედანზე 5 პერსონალური ფოლის გამო დატოვა. დუდამ ხსენებულ დროში 25 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 16-დან 8 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

„ალ ხორი“ 1 მოგებით და 3 წაგებით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 დეკემბერს, ლიდერ „ალ არაბის“ შეხვდება.

0.114238