The Best Fifa Football Awards-ის გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა ფიფას წევრი ქვეყნების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა მიიღეს, გაკეთებული არჩევანი ცნობილი გახდა.
გაირკვა, რომ ლიონელ მესიმ კრიშტიანუ რონალდუ თავის რჩეულ სამეულში არ დაასახელა. არგენტინელმა არჩევანი ნეიმარზე, კილიან მბაპეზე და რობერტ ლევანდოვსკიზე გააკეთა.
თავის მხრივ, რონალდუს სამეულში მესისთვის ადგილი გამოინახა - რობერტ ლევანდოვსკი, კილიან მბაპე და ლიონელ მესი. რაც შეეხება გამარჯვებულ ლევანდოვსკის, მან ორივე მათგანი სამეულს მიღმა დატოვა და მისი არჩევანი ასეთია - ტიაგო ალკანტარა, ნეიმარი და კევინ დე ბრუინი.
შეგახსენებთ, ფიფას ვერსიით 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო კარიერაში პირველად მოიგო.