ფეხბურთი

20:43 | 17.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილი: "მეორე ოცნება ავიხდინე, მაგრამ მინდა პროგრესი გავაგრძელო"

ესპანური „ლევანტეს“ შემადგენლობაში გიორგი ქოჩორაშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა, ესპანეთის თასზე „მურსიას“ წინააღმდეგ. 21 წლის ფეხბურთელმა კლუბის ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სურს განვითარება გააგრძელოს.

„გასულ სეზონში ლა ლიგაში დებიუტი მქონდა და ვთქვი, რომ ოცნება ავიხდინე. ახლა კიდევ ერთი ოცნება ამიხდა და სამეფო თასზე გოლი გავიტანე. მწვრთნელი ძალიან მეხმარებიან განვითარებაში, აქ ძალიან ბევრი პროფესიონალია. მინდა, რომ განვითარება გავაგრძელო.

შოთა არველაძეს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მან მომილოცა გოლის გატანა და იმედია, მალე შევხვდები. ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება, რადგან როდესაც პატარა ვიყავი, მის თამაშებს და გოლებს ვუყურებდი. ახლა მე მასზე მეტი გოლი მაქვს „ლევანტეში“ გატანილი“, - იხუმრა ბოლოს ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ 2019 წლიდან ირიცხება და მეორე გუნდში თამაშობს. პირველ გუნდში მას დებიუტი მიმდინარე წლის ივლისში „ბილბაოსთან“ ჰქონდა ლა ლიგაში, ხოლო გუშინ პროფესიულ კარიერაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

0.115293