სხვა

20:11 | 17.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

CAS-ის გადაწყვეტილება: რუსეთი მომდევნო ორი წელი დროშის, ჰიმნისა და სახელის გარეშე იასპარეზებს

რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე ვერ გამოიყენებს თავის სახელს, დროშა და ჰიმნს ორი წლის განმავლობაში. შეზღუდვა ეხება 2021 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებს ყველა დისციპლინაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) მიიღო. მოგეხსენებათ, WADA-მ (მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო) მიერ 2019 წლის დეკემბერში რუსეთის 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

რუს სპორტსმენებს, კვლავ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა შეჯიბრებებში, მათ შორის ყატარში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ ზემოხსენებული შეზღუდვების გათვალისწინებით. დისკვალიფიკაცია ძალაში 2022 წლის 16 დეკემბრამდე იქნება.

გარდა ამისა, ამ პერიოდში რუსეთს ჩამოერთმევა მასპინძლის სტატუსი მნიშვნელოვან შეჯიბრებებში. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად WADA (მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო) რუსეთისთვის 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა მინიჭებული. CAS-ი ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმა, მაგრამ მხოლოდ 2 წლის ვადით.

თეგებირუსეთიCASWADA
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115701