საქართველოს ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგაზე მონტენეგროს „იადრან ჰერცეგს“ აჯობა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
„დინამომ“ მეტოქე ცალსახად დაჯაბნა, გაცილებით გამართული თამაში აჩვენა და დამსახურებულად იმარჯვა. უნდა აღინიშნოს, რომ მატჩმა ძირითადად თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და სამი პერიოდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თუმცა, მესამე პერიოდში „დინამო თბილისმა“ ფანტასტიკურად ითამაშა, კონკრეტული ეს 8-წუთიანი მონაკვეთი მშრალად, 3:0 მოიგო და მატჩის ბედიც სწორედ ამან გადაწყვიტა.
თბილისურ გუნდს მარკო ელაჩამ და ანდრია ბითაძემ ულიდერეს - ორივე მათგანმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. მათ გარდა თავი ბორის ვაპენსკიმ, სანდრო ადეიშვილმა, ბესარიონ ახვლედიანმა, იოვან შარიჩმა და დუშან ვაშიჩმა გამოიჩინეს.
ამრიგად, „დინამო თბილისს“ სამი ტურის თავზე 1 მოგებით და 2 წაგებით ჯგუფში მეოთხე-მეხუთე ადგილები სწორედ „იადრან ჰერცეგთან“ ერთად უკავია. მომდევნო მატჩი კი ჩემპიონთა ლიგაზე 2021 წლის მარტში ელოდება.
„დინამო თბილისი“ -„იადრან ჰერცეგი“ 11:8 (2:1, 2:3, 3:0, 4:4)
გოლები: 1:0 ახვლედიანი, 2:0 ბითაძე, 2:1 ავერკა, 2:2 ბანიჩევიჩი, 3:2 ელაჩა, 3:3 პეტკოვიჩი, 3:4 რადოვიჩი, 4:4 ადეიშვილი, 5:4 სარიჩი, 6:4 ელაჩა, 7:4 ვაპენსკი, 7:5 რადოვიჩი, 7:6 რადოვიჩი, 8:6 ელაჩა, 9:6 ბითაძე, 9:7 ავერკა, 10:7 ვაშიჩი, 11:7 ბითაძე, 11:8 ობრადოვიჩი