ესპანეთის სუპერთასის ოთხთა ფინალში გუნდები დაწყვილდნენ. წილისყრის შედეგად, ნახევარფინალში შემდეგი დაპირისპირებები გველოდება:
13 იანვარი (კორდობა)
„ბარსელონა“ –„სოსიედადი“
14 იანვარი (მალაგა)
„რეალი“- „ბილბაო“
ფინალური მატჩი სევილიაში გაიმართება. ესპანეთის სუპერთასი მსგავსი ფორმატით ისტორიაში მეორედ ჩატარდება. შარშან მინიტურნირი საუდის არაბეთში გაიმართა, მაგრამ ახლა კორონავირუსის პანდემიის გამო ესპანეთს ფარგლებს მიღმა მისი ჩატარება შეუძლებელი გახდა.