თბილისის “დინამოს” ყოფილი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგაში მოასპრაზე ოფი-ს შეურთდა და ტესტმატჩიც ჩაატარა.
ოფი-ს პირველმა გუნდმა თავის 20-წლამდელებს 5:2 აჯობა და მეკარე გიორგი ლორიასთან ერთად, მერებაშვილმაც ითამაშა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქართველი შემტევი ნახევარმცველი, შოტლანდიელ ფორვარდ ისლამ ფეროუზთან ერთად, განვლილ სპარინგში გამორჩეული იყო.
მერებაშვილმა სექტემბრის შუა რიცხვებში ოფი-სთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია, რადგან საბერძნეთში ჩასასვლელად სავიზო პრობლემები მოსაგვარებელი ჰქონდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შაჰინის გუნდში ამას არავინ მიიყვანს.
წადი დორტმუნდში გამოადგე იქნებ კლოპს
კმაყოფილი რო იყოს გასაკვირი იქნებოდა
წადი დორტმუნდში