ფეხბურთი

11:23 | 17.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: „ტოტენჰემი“ „ლივერპულზე“ უკეთესი იყო“

პრემიერლიგის მე-13 ტურში „ლივერპულთან“ 1:2 წაგების შემდეგ, „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„თამაშის შემდეგ კლოპს ვუთხარი, რომ დღეს უკეთესი გუნდი დამარცხდა. მაგრამ არ დამეთანხმა. როგორც ის იქცეოდა მინდვრის კიდეზე, მეც რომ ასე მოვქცეულიყავი, აუცილებლად გამაძევებდნენ. ეს რას ჰგავს, ჩემთვის რა, სხვა კანონები არსებობს?

„ტოტენჰემი“ თამაშს აკონტროლებდა. ვფიქრობ, მარცხი დაუმსახურებელი იყო, მაგრამ ეს ფეხბურთია. შესვენებაზე ცოტა შევცვალეთ პოზიციები და მეტი მომენტო შევქმენით, ჩემი ფეხბურთელების გარჯით ძალიან კმაყოფილი ვარ. მართალია, იყო შეცდომები, მაგრამ ჯამში კარგად ვითამაშეთ.

„ლივერპული“ კი არ ჰგავდა გუნდს, რომელიც ქვეყნის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონია.“ - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.

13 ტურის შემდეგ, „ლივერპული,“ 28 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა, მეორე ადგილზე მყოფ „ტოტენჰემს“ 25 ქულა აქვს.

0.114911