ესპანური პრიმერას მე-19 ტურის შეხვედრაში „ბარსელონამ“ „სოსიედადი“ 2:1 დაამარცხა. ამ მატჩში კატალონიელთა მთავარვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ისტორიული მიღწევა გაიფორმა - არგენტინელმა მე-300 გამარჯვება მოიპოვა „კამპ ნოუზე“ - გვამცნობს Sport.es.
ამ სტადიონზე ლეოს ესპანეთის ჩემპიონტში 211, ჩემპიონთა ლიგაზე 53, ქვეყნის თასზე 30 და სუპერთასზე 6 მატჩში გაუმარჯვია და 380 გოლი გაუტანია.
მიმდინარე სეზონში მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში 12 შეხვედრა ჩაატარა და 5 ბურთი გაიტანა.